პოლიტიკა
ევროკომისიამ საავიაციო უსაფრთხოების შავ სიაში 21 რუსული ავიაკომპანია შეიყვანა
ევროკომისიამ (EC) საავიაციო უსაფრთხოების შავ სიაში შეიყვანა 21 რუსული ავიაკომპანია, მათ შორის Aeroflot, Russia, Pobeda და UTair. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში ფრენა და რეისი ეკრძალებათ. ბრიუსელმა ეს ყველაფერი უკვე აკრძალა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.