მთავარიპოლიტიკა

პოლიტიკოსი:  არცახის პრობლემის გადაწყვეტა არის „გამოყოფა  გადარჩენისთვის“

დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როგორც ჩანს, არცახის პრობლემის გადაწყვეტა, როგორც ჩანს,  საერთაშორისო სამართლის პრინციპის remedial secessio – „გამოყოფა გადარჩენსათვის“  გამოყენება და განხორციელებაა. ასეთი მოსაზრება გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  პარტია „რესპუბლიკის“ ლიდერმა არამ სარგსიანმა.

„ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ავიღოთ ინიციატივა არცახის საკითხში. სომხეთის ხელმძღვანელობამ მთელი თავისი ქმედებებითა და ქცევით ნათლად აჩვენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ სურს რაიმე ტერიტორიის სამხედრო ძალით ოკუპაცია. ეს იყო პირდაპირი გზავნილი  საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, შესაბამისად დაფასდა“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსის თქმით, ერევანის  მეორე ნაბიჯი ამ მიმართულებით არის სომხეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობა. მისი თქმით, სომხეთს დღეს არაფერი უშლის ხელს ამ ნაბიჯის გადადგმაში, უბრალოდ, ამ გზაზე არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ამ კუთხით, სარგსიანმა შეახსენა, რომ კოსოვო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ „გამოყოფა გადარჩენისთვის“ პრინციპის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოსოვოს ალბანელები უბრალოდ იძულებით გადაადგილებულები იქნებოდნენ. დღეს კი სომხეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით, ნათლად აჩვენებს კოსოვოსა და არცახის მოსახლეობას შორის მკაფიო პარალელების არსებობას და მათ პრობლემებს.

სარგსიანი ეთნიკური წმენდის გამოვლინებად ახასიათებს ალიევის რეჟიმის ბოლოდროინდელ ქმედებებს არცახელი  ხალხის მიმართ ფარუხში, ყარაღლუხში, გაზსადენის აფეთქებას და ა.შ.  მკაფიოდ ჩანს მათი განზრახვა აიძულონ არცახის მოსახლეობა დატოვონ თავიანთი სახლები. ამ კუთხით მან პარალელები გაავლო ყოფილ სომხურ ნახჯევანთან, რომლის მოსახლეობაც ათწლეულების მანძილზე მსგავს წნეხს განიცდიდა. შედეგად, ნახიჯევანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში შევიდა მას შემდეგ, რაც იქ სომეხი მოსახლეობა უკვე აღარ იყო.

პოლიტიკოსის თქმით, არცახის კონფლიქტის მოგვარებისას არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუს სამშვიდობოებს არ უნდა დავეყრდნოთ. მისი თქმით, რუსი სამხედროები სამუდამოდ ვერ დარჩებიან არცახში და ადრე თუ გვიან წავლენ, მიუხედავად სომხეთისა და არცახის პრორუსული პარტიების ყველა მოწოდებისა და ვედრებისა. ამის შემდეგ არცახს სხვა გზა აღარ ექნება, გარდა იმისა, რომ გაიზიაროს ნახიჯევანის ბედი.

„ამიტომ აუცილებელია აქ და ახლა ვიმოქმედოთ. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. და საერთოდ არ მგონია, რომ 6 აპრილს ბრიუსელში არცახის სტატუსის საკითხი განიხილებოდა. ეს ეუთოს მინსკის ჯგუფის პრივილეგიაა. ამ საკითხის გარშემო ფაშინიანთან და ალიევთან სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნათლად განაცხადა“, – დაასკვნა სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button