მთავარიპოლიტიკა

პროგნოზი:   ალიევის მცდელობა, ერთი დარტყმით მოაგვაროს არცახის საკითხი, შესაძლოა მისი პოლიტიკური კრახით დასრულდეს

ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანისთვის სასურველი ვარიანტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად არის ყველა საკითხის ერთი დარტყმით გადაჭრა, რაც  მეორე სამხედრო აგრესიას გულისხმობს.  ასეთი მოსაზრება „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  გამოთქვა სომხური საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ასოცირებულმა ექსპერტმა რუბენ მეჰრაბიანმა.

“ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბაქო საერთოდ არ მალავს ამ მიზანს, რასაც თავისი ახსნა-განმარტება გააჩნია. პირველ რიგში, ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიან ომის შემდეგ შექმნილი  ძალების თანაფარდობის გათვალისწინებაა. გვესმის, რომ ეს თანაფარდობა იძლევა საშუალებას  ბაქოს იმედი ჩაესახოს“, – განაცხადა მან.

მეჰრაბიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერი სცენარის გამოყენება მის  ინიციატორს  პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ბაქოში კი დღეს სულაც არ არის დარწმუნებული, მ ფასის გადახდა ღირს,  თუ არა.  ან საერთოდ რა ფასი იქნება ეს.  ამ კუთხით, ექსპერტმა ივარაუდა, რომ არცახის ოკუპაციის ფასმა შეიძლება გამოიწვიოს ალიევის  პოლიტიკური გაკოტრება.

„გასაგებია, რომ ასეთი პერსპექტივა სულაც არ არის ხელსაყრელი აზერბაიჯანის სამუდაო მმართველისათვის. მას კარგად ესმის, რომ ასეთი ქმედებების შედეგად შეიძლება მისი დისკრედიტაცია. შესაბამისად,უწევს  ყველა რისკის გათვლა. ბაქო კი გამოთვლას ნამდვილად კარგად ახერხებს.   ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ისინი თავს შეიკავებენ ასეთი ნაბიჯებისგან, მისი  არაპროგნოზირებადი შედეგების გამო”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამ კუთხით, მეჰრაბიანი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს ბრიუსელში განიხილავს, როგორც ბაქოს ექსპანსიონისტური მისწრაფებების შეკავების მცდელობას. მისი თქმით, ბრიუსელში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა უკვე შემაკავებელი ფაქტორია შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში. ამ ფონზე ექსპერტი სწორი მიმართულებით აფასებს სომხური დიპლომატიის მუშაობას და ძალისხმევას.

„ალიევი, ფაქტობრივად, საკმაოდ დაუცველია. ამიტომ, მას უბრალოდ არ შეუძლია იგნორირება გაუკეთოს ზოგიერთ გეოპოლიტიკურ ფაქტორს და საერთაშორისო პოზიციას. სომხეთმაც, შესაბამისად, ეს ფაქტორი და პოზიცია უნდა მიმართოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აიძულოს შეაჩეროს ის  აგრესია, რომელიც დღეს არსებობს.  ამ ნაბიჯების წარმატება დამოკიდებულია მათ ეფექტურობაზე, თანმიმდევრობაზე, ასევე მთელ რიგ გარე ფაქტორებზე. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: სომხეთს, რა თქმა უნდა, აქვს ამის შესაძლებლობა. რჩება მხოლოდ მათი სწორად გამოყენება“, – დაასკვნა მერაბიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button