საერთაშორისო

საქართველოში უკრაინელი მოსწავლეები მშობლიურ ენაზე ისწავლიან – განათლების სამინისტრომ 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გახსნა

როგორც RUSTABI2.GE წერს, საქართველოში უკრაინელი მოსწავლეები მშობლიურ ენაზე ისწავლიან. განათლების სამინისტრომ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გახსნა. პედაგოგებს შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები.

სექტორის გახსნას განათლების მინისტრთან ერთად საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულიც ესწრებოდა. მან საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button