პოლიტიკა

სომხეთი დსთ-ს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

,,სპუტნიკი სომხეთის” ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის სხდომაში, რომელიც 12 აპრილს ყაზახეთში, შიკმენტში გაიმართება.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროების დელეგაციები.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დღის წესრიგში შედის მონაწილე ქვეყნების საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებისა და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

განიხილება ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, შეჯამდება საკოორდინაციო კომიტეტისა და მისი სამუშაო ორგანოების გასული წლის საქმიანობის შედეგები, გადაწყდება მომავალი პერიოდის პრობლემები.

ნახეთ მეტი
Back to top button