მთავარისაზოგადოება
ტყის კამერამ აღბეჭდა ხოსროვის ნაკრძალში მცხოვრები 9 ლეოპარდიდან ერთ-ერთი – ნეო
სახელმწიფო ნაკრძალის “ხოსროვის ტყის” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ტყის მეფე ნეო ჩანს.
ნეო ერთ-ერთია სომხეთში ნაპოვნი 9 ლეოპარდიდან, ის 4 წელია ხოსროვის სახელმწიფო ნაკრძალში ცხოვრობს.
სამწუხაროდ, დღეს ლეოპარდი გადაშენების საფრთხის წინაშეა და თითოეული ჩვენთაგანის ვალია შევიტანოთ წვლილი და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ამ ულამაზესი ცხოველის შენარჩუნებისთვის.
„2002 წლიდან „WWF სომხეთი“ ხოსროვის სახელმწიფო ნაკრძალთან თანამშრომლობით მხარს უჭერს ლეოპარდების დაცვას“, – ნათქვამია ვიდეოში.