უკრაინაში ომის გამო სომხეთის მშპ 2022 წელს 1,2%-მდე შემცირდება. მბ:
2022 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 5,3%-დან 1,2%-მდე შემცირდა, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ურტყამს მსოფლიო ეკონომიკას და მოსალოდნელია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ეკონომიკებს დაეკისრებათ მძიმე ტვირთი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის გავლენა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ნეგატიური იქნება სომხეთის ეკონომიკისთვის, თუ გავითვალისწინებთ სომხეთის ძლიერ ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან.
2023 წლისთვის მსოფლიო ბანკი სომხეთში მშპ-ს 4,6%-ს (-1%) პროგნოზირებს, 2024 წლისთვის – 4,9%-ს (-0,9%).
„მცირე ზრდა, ფულადი გზავნილები სავარაუდოდ შეანელებს სიღარიბის შემცირებას, გაზრდის მოწყვლადობას“, – ნათქვამია ანგარიშში.
სომხეთისთვის პროგნოზი გაურკვეველია, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მშპ-ს შესაძლო შემცირებას განიხილავენ.