საზოგადოება

Forbes-მა არგენტინაში 7 მილიარდერი დაარეგისტრირა, მათ შორის ერთ-ერთი სომეხია

Forbes-ის ყოველწლიურ სიაში შვიდი არგენტინელი ბიზნესმენი მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი სომეხი ედუარდო ერნეკიანია. ამის შესახებ იტყობინება არგენტინული Buenos Aires Times.

აღნიშნულია, რომ ერნეკიანი 1,5 მილიარდი დოლარის ქონებით 1929-ე ადგილს იკავებს.

ჟურნალის ცნობით, მსოფლიო ბაზრის არასტაბილურობამ, რომელიც გამოწვეულია უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსის და უკრაინის წინააღმდეგ  ომის შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირა მილიარდერების რაოდენობა წლევანდელ სიაში.

თუმცა, პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს საერთო ჯამში 12,7 ტრილიონი აშშ დოლარი აქვთ.

სიის სათავეში პირველი ადგილი ილონ მასკიმ დაიკავა. მისმა ქონებამ, რომელმაც 219 მილიარდ დოლარს მიაღწია, მას საშუალება მისცა ჯეფ ბეზოსს 171 მილიარდი დოლარით გაუსწრო.

წელს Forbes-მა დაითვალა 2668 მილიარდერი მთელს მსოფლიოში. ეს 87-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ ედუარდო ერნეკიანი სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ერნეკიანების ოჯახმა დააარსა ტექსტილის საწარმო არგენტინაში. ბიზნესმენი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და შვილები არ ჰყავს. მასთან მუშაობენ მარტინ და უგო ერნეკიანები, მისი გარდაცვლილი ძმის ალბერტოს ვაჟები.

2013 წელს ერნეკიანის ქონება 1,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ამ დროისთვის ის აკონტროლებს მეტ-ნაკლებად 49 აეროპორტს მსოფლიოში (არგენტინა, იტალია, სომხეთი, ეკვადორი, პერუ, ბრაზილია, ურუგვაი და ა.შ.), ფლობს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას. ედუარდო ერნეკიანის ყველაზე ცნობილი კომპანიებია Aeropuertos Argentina 2000 და Corporación América.

ნახეთ მეტი
Back to top button