
სომხური პროდუქციის საზოგადოებისთვის პოპულარიზაციისა და წარდგენის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყველა იმ მარაზიებში, სადაც ვაჭრობენ სომხური პროდუქციით. გამოფენილ საქონელზე მიმაგრებული იქნება სპეციალური დიზაინერული განმასხვავებელი ნიშანი.

„არმენპრესის“ ცნობით,სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა გაიანე ანტონიანმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო პროექტი სლოგანით „დამზადებულია სომხეთში“, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სომხური პროდუქციის შესახებ, ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტის წარდგენით – სომხური პროდუქციის რეიტინგის ამაღლება.

მისი თქმით, პროექტის განმავლობაში მოახერხეს მრავალ მწარმოებელთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია, მიხვდნენ, რომ ყველას ერთი საერთო პრობლემა აქვს – ინფორმირებულობის დაბალი დონე. პროექტის მთავარი მიზანია შექმნას პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაეცნონ უახლეს სომხური პროდუქციას და სერვისებს.