გერმანია სომხეთს 116 მილიონ 400 ათასი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

სრ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რაფაელ გევორგიანმა ეროვნულ ასამბლეაში წარადგინა „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2020 წლის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების პროექტი. „არმენპრესის“ ცნობით, გევორგიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკას 116 მილიონ 400 ათასი ევროს ფინანსური დახმარება გაეწევა.
„ეს დახმარება ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. 70 მილიონი ევრო გამოიყოფა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, 40 მილიონი კი აღდგენითი ენერგეტიკის დარგში განვითარების სესხებს. მექანიზმი, რომლითაც ეს დახმარება იქნება გაწეული, არის ქვეყნის საბანკო სისტემა. არსებობს სომხურ-გერმანული ფონდი, რომლის მეშვეობითაც თანხა სომხეთის საბანკო სისტემაში გადანაწილდება“, – განაცხადა გევორგიანმა.
გევორგიანმა ასევე აღნიშნა, რომ შეთნხმებით მოსალოდნელია კიდევ 3,4 მლნ ევროს იფინანსური დახმარება სომხეთისთვის ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი განვითარების პროგრამებისთვის, აგრეთვე 3.4 მილიონი ევროს ფინანსური მხარდაჭერა პროგრამის განსახორციელებლად საჭირო თანმხლები ღონისძიებებისა და ტექნიკური დახმარებისთვის.