საზოგადოება

“ნაბიჯი სახლისკენ” – სამშობლოს გაცნობის უპრეცედენტო შესაძლებლობა

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის აპარატი სომხეთში ახორციელებს ორკვირიან საგანმანათლებლო პროგრამას „ნაბიჯი სახლისკენ“ დიასპორის სომეხ ახალგაზრდებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით. დიასპორის ახალგაზრდებს სამშობლოს გაცნობის უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვთ. საგანმანათლებლო პროგრამა „ნაბიჯი სახლისკენ“ 13-18 წლის მოზარდებისთვისაა. პროექტის სომხურ ხარჯებს ფარავს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. 14 დღის განმავლობაში მოზარდები აღმოაჩენენ სამშობლოს, სწავლობენ მშობლიურ ენას, სომხურ სიმღერებსა და ცეკვებს. პროგრამა 27 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 4 ეტაპად განხორციელდება. უკვე 400-მდე განაცხადია 13 ქვეყნიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button