პოლიტიკა

პარლამენტი: პაპუაშვილმა სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა

,,მთვარი არხი” წერს, რომ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

“შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ნახეთ მეტი
Back to top button