მთავარიპოლიტიკა

პროგნოზი:  არცახის რეფერენდუმის შემთხვევაში რუსეთს აქვს გამარჯვების ყველა შანსი

არცახში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ამ უკანასკნელს გამარჯვების ყველა შანსი აქვს. ასეთი მოსაზრება  „არმინფოს“  კორესპოდენტთნ საუბარში გამოთქვა  დამოუკიდებელმა პოლიტოლოგმა არმენ ჰოვჰანნისიანმა.

„ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოდ  ასეთი პერსპექტივის სასარგებლოდ, თუ გავითვალისწინებთ მოსკოვის დიდ  გამოცდილებას  რეფერენდუმის ჩატარების საკითხში  – პოსტსაბჭოთა სივრცეში რეალურად მისი მანდატის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საინფორმაციო ველი მიზანმიმართულად ივსება არცახის მოსახლეობის განწყობაზე რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ცატარების საშუალებით.  იგი ძირითადად კეთდება არცახიდან, მაგრამ ასევე ვრცელდება რუსული ფედერალური მედიითაც.

ჰოვჰანნისიანის აზრით,  რუსეთთან შეერთების ან მისი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ რეფერენდუმის რეალური საფრთხე არცახში, ზოგადად, მოსკოვის პასუხია ბაქოს მუქარებზე, რომელიც მეორე ფრონტის გახსნით იმუქრება უკრაინაში ბოლო მოვლენების ფონზე.

ამასთან, ანალიტიკოსმა გაიხსენა  ის ფაქტიც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზების საკითხში,   მხოლოდ დასავლეთის მფარველობის ქვეშ მყოფმა ტერიტორიებმა მოიპოვეს რეალური დამოუკიდებლობა. მაგალითად, კოსოვო, რომელიც გამოეყო სერბეთს. რაც შეეხება მსგავსი სახის   “რუსულ პროექტებს”, როგორებიც არიან:  დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები – მხოლოდ რუსეთმა აღიარა.  დანარჩენი მსოფლიო კი არ აპირებს ამის გაკეთებას.

“რუსეთში არის  საუბარი არცახის დამოუკიდებლობაზე.   მაგრამ  ჩვენ  ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობა რუსეთის გაგებით და დამოუკიდებლობა არცახის გაგებით სულს სხვადასხვა რამეა.  დამოუკიდებლობის ეს ფორმა  სრულიად განსხვავებულია, როგორც ბუნებით, ასევე შინაარსით და მათი დამოკიდებულებით ამღიარებელ  სახელმწიფოებზე“, – დაასკვნა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button