საზოგადოება

სამხრეთ რუსეთში 11 აეროპორტის დაკეტვა 19 აპრილამდე გახანგრძლივდა

„როსავიაციამ“  უკვე მერვედ გაახანგრძლივა 11 აეროპორტის დაკეტვა რუსეთის სამხრეთით, ამჯერად  19 აპრილამდე, მოსკოვის დროით 03:45 საათამდე. ამ აეროპორტების მიმართულებით ფრენები 24 თებერვლიდან აიკრძალა, იტყობინება Armenpress.

ფრენების შეზღუდვები  ვრცელდება ანაპას, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლისა და ელისტას აეროპორტებზე. მგზავრებს ევალებათ ამ ქალაქებში ჩასვლა სოჭის, ვოლგოგრადის, მინერალნიე ვოდის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გავლით. რუსეთის სხვა აეროპორტები ნორმალურად მუშაობენ, იტყობინება„Armenpress“-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button