მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ილუზია არ გვაქვს:  ფაშინიანი

აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება (რაც შეიძლება მალე) სომხეთის ხელისუფლების გეგმების ნაწილია. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილაპარაკა  რა  6 აპრილს ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებაზე – საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადების დასაწყებად.

„მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აქაც არ გვაქვს განსაკუთრებული  ილუზიები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ აზერბაიჯანი  შეეცდება, რაც შეიძლება მალე მიიყვანოს სამშვიდობო პროცესი ჩიხში, რაც სომხეთის წინააღმდეგ  ახალი აგრესიისა და აგრესიული ქმედებების საბაბად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც პრემიერ მინისტრმა თქვა რომ იგივე ეჭვები აქვს სომხეთს საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხშიც.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აზერბაიჯანი გამოიყენებს ამ პროცესს სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების ჩამოსაყალიბებლად და თუმცა  დე იურე აცხადებს, რომ მას ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მიუხედავად ამისა, ფაშინიანის თქმით, ყველა რისკისა და გამოწვევის შეგნებითა  და შეფასებით, სომხეთის მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთსა და იმავე წერტილში დგომა და პროგრესის არარსებობა არა მხოლოდ ამცირებს, არამედ ამძაფრებს რისკებს. სწორედ ამიტომ, ბრიუსელში მიღწეული იქნა შეთანხმება დელიმიტაციის საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისიის შექმნასა და აპრილის ბოლოსთვის სამუშაოების დაწყებაზე.

ფაშინიანის თქმით, სომხეთს ამ საქმეში აქვს მნიშვნელოვანი გასაკეთებელი:

გაარკვიოს აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია საზღვრებთან დაკავშირებით;

ოფიციალურად დაარეგისტრიროს სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად ლეგიტიმური პოზიციებში, ანუ გამოიყენოს მხოლოდ დე იურე მნიშვნელობის ფაქტები და არგუმენტები საზღვრების საკითხში;

საერთაშორისო თანამეგობრობის წრეებში მიიღოს ლეგიტიმიურობის აღიარება და ამ საფუძველზე   მიაღწიოს შეთანხმებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების შესახებ.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორმხრივ კომისიას ორმაგი მანდატი ექნება. გარდა სადემარკაციო სამუშაოებისა, ის ეხება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საზღვრის გასწვრივ.

„ეს ნიშნავს, რომ კომისიას ექნება საზღვრის მონიტორინგის გარკვეული უფლებამოსილებები, ასევე კონკრეტული ფუნქციები მიეკუთვნება საზღვრებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით  კონკრეტული წინადადებებით გამოსვლისათვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია  პროცესში საერთაშორისო საექსპერტო პოტენციალი ჩაერთოს.

ნახეთ მეტი
Back to top button