
აზერბაიჯანი ცდილობს განახორციელოს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დღის წესრიგი ისე, რომ შედეგად სომხეთის ბლოკადა არა თუ დაიძლეულ იქნას, პირიქით, გაღრმავდეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს სურს ჩიხში მოაქციოს გზების გახსნის სომხეთის ინტერესი და ცდილობს გადააქციოს ის დერეფნულ თემად.
„მაგრამ როგორც არაერთხელ განვაცხადე, ეს მიდგომა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს განახორციელოს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დღის წესრიგი ისე, რომ შედეგად სომხეთის ბლოკადა არა თუ მოიხსნას, პირიქით, გაღრმავდეს ან გახდეს იქცეს სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამამართლებელ ფაქტად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სომხეთმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური პოლიტიკური მოქნილობა ამ საკითხში, ამავდროულად მკაფიოდ დაიცვას თავისი პრინციპული პოზიციები და ტერიტორიული მთლიანობა.