საერთაშორისო

დღეს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება

1990 წლიდა საქართველოში 14 აპრილი დედა ენის დღედ აღინიშნება. აბა რა უნდა იყოს დედა ენაზე ტკბილი. ეს დღეს მეტად ფართოდ აღინიშნება საზოგადოების სხვადასხვა ფენებში.

როგორც ქართული მედია ქვეყნებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა.

თეა ახვლედიანმა დედაენის დღის დაარსების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა, რომელთა შედეგად, საზოგადოების ძალისხმევით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერების და სამოქალაქო ინტეგრაციის უმთავრეს ფუნდამენტს წარმოადგენს.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო განაგრძობს არაქართულენოვანი თანამოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას ქართული ენის შესწავლაში, რათა გაფართოვდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შესაძლებლობები მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი მონაწილეობისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო.

ნახეთ მეტი
Back to top button