მთავარიპოლიტიკა

„საერთაშორისო თანამეგობრობა მოგვიწოდებს  მთიანი ყარაბაღის საკითხში  შკალა ქვემოთ ჩამოვწიოთ“: ფაშინიანი

საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ მიუთითებს  სომხეთს, დასწიოს შკალა მთიანი ყარაბაღის სტატუსთან  დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„მე დღეს არ შემიძლია  პირდაპირ არ ვუთხრა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და ხალხს, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ნათლად გვეუბნება, რომ ჩვენ  ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც  დღეს  არ სცნობს  თურქეთის მოკავშირე  აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის არა  მარტო დიდი საფრთხე არცახისთვის, არამედ სომხეთისთვისაც.  საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ გვეუბნება, რომ ოდნავ უნდა ჩამოვწიოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი შკალა, რათა უზრუნველყოთ დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის ირგვლივ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, – ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა, – გთხოვთ, ჩვენზე იმედს ნუ დაამყარებთ,  არა იმიტომ,  რომ არ გვინდა დაგეხმაროთ, არამედ იმიტომ, რომ ვერ დაგეხმარებით“, – თქვა ფაშინიანმა.

არცახის სტატუსზე საუბრისას ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ადრე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას  საფუძვლად ედო სტატუსი და მისგან გამომდინარე უსაფრთხოების და უფლებების გარანტიები, ახლა საფუძვლად იდება უსაფრთხოების გარანტიები და უფლებები და შემდეგ მისგან გამომდინარე სტატუსი.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ სიტუაციაში სტატუსი არ არის მიზანი, არამედ გზა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის თქმა ადვილი არ არის, მაგრამ თუ 44-დღიანი ომის შემდეგ ერმა, ხალხმა გადაწყვიტა კვლავ ენდოს მას,  მაშინ ის ვალდებულია ყოველივე ეს აცნობოს ხალხს  და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ყოველივე ამაზე,  ეს არის მისი უღელი, მისი ჯვარი,  რომელიც მან უნდა იტვირთოს.

ნახეთ მეტი
Back to top button