მთავარისაზოგადოება

საქართველოსთან თანამშრომლობის მაქსიმალურად ეფექტურად გახდომის კითხვათსხვაობები არ არსებობს. ფაშინიანი

მინიმუმამდეა დაყვანილი საგარეო პოლიტიკის სფეროში განსხვავებული ვექტორების არსებობისა და სხვადასხვა ინტეგრაციის სისტემის არჩევის გავლენა სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე. ,,არმენპრესის“ გადმოცემით ამის შესახებ ეროვნულ კრებაში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, შეეხო რა დეპუტატის შირაკ თოროსიანის კითხვას სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე.

დეპუტატმა სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად მიიჩნია სამ ასპექტში: ტრანზიტი ძირითადად საქართველოს ტერიტორიითაა, საქართველოში მრავალრიცხოვანი სომეხი მოსახლეობაა, მათ აქვთ ორმხრივი ინტერესები რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთულია ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხის გადაჭარბებით შეფასება. „მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობებზე თანმხლები ფაქტორებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ. და ეს გავლენა მორალურ-ფსიქოლოგიური კი არ არის, არამედ სტრუქტურული. ასევე, გარკვეულ გავლენას ახდენს ის, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში გვაქვს განსხვავებული ვექტორები, ის, რომ ვირჩევთ სხვადასხვა ინტეგრაციულ სისტემას. მაგრამ ჩვენ კმაყოფილებით უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურად ეს გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მინიმალური გავლენაც კი არ შეიმჩნეოდეს  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში, მით უმეტეს, რომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. „ტრანზიტთან დაკავშირებითაც არის საკითხები, რომლებიც უბრალოდ გადაულახავია. როცა ზემო ლარსი ამინდის პირობების გამო იკეტება, ვერც საქართველოს და ვერც სომხეთის ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება ბორანის გაშვების შესახებ. ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ იმუშავებს თუ არა“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ამოცანაა თანამშრომლობა ყველა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ამ ურთიერთობებში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ჩვენი თანამემამულეების ფაქტორი. ,,და ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ამ საკითხებში. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს მთავრობას შორის ამ საკითხებში გაუგებრობა არ არსებობს. რჩება კონკრეტული პროექტების, კონკრეტული სამუშაოების განხორციელება ეფექტური ურთიერთნდობის და მეგობრობის ატმოსფეროში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button