საზოგადოება

სომხეთში მოზრდილთა 43,7% სრულად არის აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ. ავანესიანი

სომხეთში, ზრდასრული მოსახლეობის 43,7%-მა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის სრული დოზა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ კრებაში მთავრობის 2021 წლის პროგრამის განხორციელების შედეგების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა სრ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

„დღეს სომხეთში ვაქცინაციის შემდეგი მაჩვენებლები გვაქვს. სრულწლოვანი მოსახლეობის 49.5% აცრილია პირველი დოზით და 43.7% სრული ვაქცინით“, – განაცხადა ავანესიანმა.

მან შეახსენა, რომ 5 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მობილური ვაქცინაციის პუნქტებში, შემდეგ კი გასვლითი, მობილური აცრები ტარდება თემებში, ასევე სახლებში შეზღუდული მობილურობის მქონე პირთა საცხოპვრებელ ადგილებში.

ნახეთ მეტი
Back to top button