მთავარიპოლიტიკა

არცახის  ეროვნულმა ასაბლეამ რიგგარეშე სხდომაზე განცხადება  მიიღო

არცახის ეროვნული ასაბლეის  დეპუტატების ინიციატივით, დღეს, 19:00 საათზე რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს.

დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგესარცახის სამივე  ომში დაღუპული სომეხთა  ხსოვნას. პარლამენტის პრეზიდენტმა არტურ თოვმასიანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ არცახი არასოდეს ყოფილა და არც იქნება აზერბაიჯანის ნაწილი. ეს არის წითელი ხაზი, განაცხადა თოვმასიანმა.

პარლამენტის დეპუტატმა არტურ მოსიანმა პარლამენტის განცხადება წარმოადგინა.

„არცახის რესპუბლიკის ამჟამინდელი სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსი ჩამოყალიბდა ხალხის ნების გამოხატვით 3 რეფერენდუმზე, მათ შედეგად მიღებული კონსტიტუციის გავლენით და წინა წლებში სომეხთა  სეგმენტებსი დადებული ეროვნული შეთანხმებით. არცახის სომხებმა კარგად იციან მშვიდობის ფასი. არცახის სახელმწიფოებრიობა და ისტორიულ სამშობლოში თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება აბსოლუტური ფასეულობებია და ომის საფრთხეც კი ვერ დაგვაშორებს მათგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატები მოითხოვენ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დატოვოს არსებული პოზიცია და იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ ღირებულებებით.

არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, „მშვიდობის“ საბაბით შეამციროს არცახის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის ზღვარი, ისევე როგორც საერთაშორისოდ აღიარებული თვითგამორკვევის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არცახის ეროვნული  ასამბლეა მიმართავს:

• სრულიად მსოფლიოს სომხებს, ამ სამართლიან ბრძოლაში, მტკიცედ დაუდგეს გვერდში  სომხეთისა და არცახის ძმებსა და დებს.

• სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კოლეგებს, არ გადაუხვიოთ სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების მიმართულებიდან.

• რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას:  სამშვიდობო მისიის დროს არ დაუშვას გამოიყენოს წარმოშობილი საკითხები, როგორც საფუძველი არცახის მოსახლეობის შემდგომი უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა.

• ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერებს:  სხვა უთანხმოების მიუხედავად, შეეცადონ შეინარჩუნონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საერთაშორისო მანდატის ფორმატი.

ნახეთ მეტი
Back to top button