მთავარისაზოგადოება

ერევნის მუნიციპალიტეტის დელეგაცია თბილისის მერს შეხვდა 

საქართველოს დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერის პირველი მოადგილის ლევონ ჰოვჰანნისიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ერევნის მერიის ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერი არმენ გალჯიანი, ,,აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერი მიქაელ მანრიკიანი და ფრაქცია „ლუისის“ ლიდერი დავით ხაჟაკიანი.

მიესალმა ერევნის დელეგაციის წევრებს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვიზიტი არის შესაძლებლობა, დასახონ მომავალი აქტივობები და განიხილონ ახალი პროგრამები. ისარგებლა რა, ორი დაძმობილებული ქალაქის თბილი ურთიერთობებით, კახა კალაძემ შესთავაზა ერევანში თბილისის დღეები  გატარებას, თბილისში კი ერევანის.

ერევნის მერის პირველმა მოადგილემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მოწვევის თბილი მიღებისთვის, აღნიშნა, რომ ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.

ლევონ ჰოვჰანნისიანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ დედაქალაქში კულტურული დღეების გამართვა ახალ ხარისხს მისცემს როგორც მეგობრულ, ისე პარტნიორულ კავშირებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ სფეროებზე, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ განავითარონ ორმხრივად მომგებიანი და ეფექტური თანამშრომლობა ორი დედაქალაქის მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ.

ნახეთ მეტი
Back to top button