მთავარიპოლიტიკა

თუ ჯარისკაცი დგას საზღვარზე, ეს მშვიდობა არ არის. ნიკოლ ფაშინიანი

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღიარებს, რომ სომხეთისა და არცახის ირგვლივ დიდი აგრესიაა.

 „რა უნდა გაკეთდეს ამ აგრესიის წინააღმდეგ? ეს აგრესია უნდა იმართებოდეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, – „არმენპრეს“-ის გადმოცემით აღნიშნა ფაშინიანმა ეროვნულ კრებაში სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა განცხადებებზე, რომ წვევამდელები საზღვრიდან უნდა გაიყვანონ და საზღვარზე საკონტრაქტო სამხედროები დააყენონ.

„ბოდიში, მაგრამ თუ ომი დაიწყო, ყველა უნდა წავიდეს ფრონტის ხაზზე. ჩვენ არ გვინდა წვევამდელების წაყვანა, საკონტრაქტო პირების მოყვანა, ჩვენ გვინდა ყველა უკან დავაბრუნოთ, იმიტომ რომ გვსურს გვქონდეს საზღვარი და გვყავდეს მესაზღვრეები. თუ ჯარისკაცი დგას საზღვარზე, ეს მშვიდობა არ არის. მშვიდობაა, როცა საზღვარზე მესაზღვრეა, საკითხები წყდება სასაზღვრო ნიშნებით და არა პოზიციებით. ე.წ. სამშვიდობო პერიოდში ჩვენ ათასი მსხვერპლი გვქონდა, ეს არ არის მშვიდობა“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button