საზოგადოება

მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გაასაჯაროვა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გაასაჯაროვა. შესაბამისი გადაწყვეტილებმა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კითხვარი 369 კითხვისგან შედგება. 

“ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას”, – წერია მთავრობის განცხადებაში. 

ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გასაჯაროებას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ითხოვდა.

ნახეთ მეტი
Back to top button