პოლიტიკა

სომხური სათვისტომოს ინიციატივით 24 აპრილს საფრანგეთში ხსოვნის  ღონისძიებები გაიმართება

სომხური თემის ინიციატივით, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის  დღეს, საფრანგეთში  ღონისძიებები გაიმართება. საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარემ,  რევოლუციონერ სომეხ დაშნაკთა  ბიუროს წევრმა მურად ფაფაზიანმა  „არმპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იმართება ხსოვნის ღონისძიება კომიტასის ძეგლთან პარლამენტისა  და ქალაქ პარიზის მერიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.  

„24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ემანუელ მაკრონი მეორე ტურში გავიდა, ის იმ დღეს ვერ იქნება.  ის, სავარაუდოდ,  24 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთებს განცხადებას ამ დღესთან დაკავშირებით.  ჩვენ ველით, რომ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი მაკრონი აღნიშნავს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს“, – განაცხადა მურად ფაფაზიანმა.

ღონისძიების შემდეგ გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button