პოლიტიკა

სრ პარლამენტის ვიცესპიკერმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფრანგმა თანათავმჯდომარემ რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

14 აპრილს სომხეთის ეროვნული კრების ვიცესპიკერი რუბენ რუბინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფრანგ თანათავმჯდომარეს ბრის როკფოს შეხვდა.

„დიდად ვაფასებ საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს მუდმივ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ“, – განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

როგორც “არმენპრესს” განუცხადეს სრ ეროვნული კრებიდან, მხარეებმა 44-დღიანი ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.

ნახეთ მეტი
Back to top button