ეკონომიკა

ქერობიანმა და მანტუროვმა სომხეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის აღდგენა განიხილეს

რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, სრ ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი და მინისტრის მოადგილე ნარეკ ტერიანი რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს დენის მანტუროვს შეხვდნენ.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადეს სრ ეკონომიკის სამინისტროში, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა და ერთობლივი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 „2021 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 12,7%-ით და 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსული სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, სომხური საქონლის იმპორტიც 10%-ით გაიზარდა.

„შეხვედრისას ვაჰან ქერობიანმა კმაყოფილებით აღნიშნა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ფაქტი, გამოთქვა შეშფოთება მარტში მაჩვენებლების შესამჩნევი კლების გამო და შესთავაზა მუშაობა შემცირების მიზეზების სასწრაფო  აღმოფხვრის მიმართულებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ცალკე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ არაერთ ერთობლივ პროგრამაზე. დენის მანტუროვმა მნიშვნელოვნად მიიჩნია თანამშრომლობის განვითარება სამთო, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სფეროებში.

შეხვედრის დასასრულს დენის მანტუროვმა ვაჰან ქერობიანი მიიწვია ტაშკენტში მოსალოდნელ საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენაში „INNOPROM ცენტრალური აზია“ მონაწილეობის მისაღებად.

ნახეთ მეტი
Back to top button