მთავარისაზოგადოება

ჩვენ არ გადაგვიწყვეტია იქნება თუ არა ომი. ფაშინიანი

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ კრებაში განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას არ გადაუწყვეტია იქნება თუ არა ომი.

„ჩვენ არ გადაგვიწყვეტია იქნება თუ არა ომი. არაფერი არ გადაგვიწყვეტია. დღეს ამ კათედრაზე ვდგავარ და ვამბობ – არა, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა. გადაწყვეტილების მიღების უფლება კი საკუთარ თავს უნდა დავუბრუნოთ, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა. ჩვენ თავლა არ ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა. ჩვენ მოქალაქეები ვართ, შესაწირი ბატკნები არ ვართ, რომ სხვადასხვა ადგილას გადაწყვიტონ, თუ როგორ და რამდენი დაგვკლან, და როგორ და რამდენი გვაპატიონ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ერი. ჩვენ ვართ სუვერენული. დიახ, ჩვენ ვამაყობთ, დიახ, ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ გვაქვს თავმოყვარეობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გადაწყვიტონ ჩვენი უფლებების წართმევა მანიპულირებით, პატრიოტიზმის მოდელების მორთმევით“, – განაცხადა ფაშინიანმა ეროვნული კრების დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, რომ ჩვენ თაობებს შესაწირი ბატკნის სტატუსი ჰქონდეთ.

ნახეთ მეტი
Back to top button