
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტში ამ დღეებში გაიმართა საექსპერტო სამეცნიერო-გამოყენებითი დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთ-სამხრეთ აზიის სტრატეგიული ცენტრის დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი როჯერ კანგასი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხდღიანი დისკუსიის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს მოხსენებები საერთაშორისო, რეგიონული უსაფრთხოების, თანამედროვე ომებისა და ამერიკის სამხედრო განათლების სისტემის შესახებ. ასევე წაიკითხეს ლექციები.
ღონისძიების შედეგების შეჯამებისას, თავდაცვის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა გენადი ტავარაწიანმა, მაღალ დონეზე შეაფასა ასეთი დისკუსიების მნიშვნელობა და ეფექტურობა.