მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სომეხთა სათვისტომო აღნიშნავს 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს (ფოტო)

შინაარსიანი და ხალხმრავალი ღონისძიებებით გამოირჩევა საქართველოს სომეხთა სათვისტომო ( Armenian Community of Georgia). როგორც იცით,  24 აპრილს მთელი მსოფლიოს სომხები აღნიშნავენ სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. ამ თარიღისათვის  სათვისტომოს რამდენიმე  საინტერესო შემეცნებითი ხასიათის  ღონისძიება აქვს მომზადებული. ერთი  უკვე ჩატარდა 17 აპრილს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იყო გამოფენა თემაზე:    „სომეხთა გენოციდი და კულტურული გენოციდი“.   ამ გამოფენაზე საქართველოს სომეხთა სათვისტომოს გვერდში ედგა საქართველოს სომეხ სტუდენტთა კავშირიც.  

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს  საქართველოს სომეხთა სათვისტომო „ფეისბუქის“ თავის გვერდზე.

 როგორც სათვისტომო აღნიშნავს,  20 აპრილს დაგეგმილი გამოფენა გაიმართება 19 აპრილს 16:00-19:00 საათებში, მეტრომშენის მოედანზე. დანარჩენ მისამართებზე დაგეგმილ გამოფენებს აუქმებს.

24 აპრილს  მოეწყობა მსვლელობა თურქეთის საელჩოს მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button