ეკონომიკამთავარი

სომხეთმა რუსული გაზისთვის  გადახდა    რუბლებში დაიწყო:  მინისტრი

სომხეთმა რუსული გაზის გადახდა რუბლით დაიწყო.  როგორც  “არმენპრესი” იუწყება  ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განუცხადა.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან არის პროგრესი“, – დასძინა მან.

ვაჰან ქერობიანის თქმით, ბოლო რამდენიმე გადახდა განხორციელდა რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით. მისივე თქმით, ფასის დადგენა ხდება დოლარში, მაგრამ გადახდა ხდება რუბლით.

ინფორმაცია “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა.

მართლაც, „გაზპრომს“ სომხეთთან გაზის მიწოდების ხელშეკრულება რამდენიმე წლით აქვს  გაფორმებული,  რაც საშუალებას გვაძლევს გაზის საფასურის რუბლით გადახდას“, – განაცხადა კუპრიანოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button