
კატალონიურმა ტელეარხმა TV3 თავის პერიოდულ გამოცემაში ვრცლად გააშუქა აზერბაიჯანის „ხიზილალის დიპლომატია“, ალიევისა და მისი რეჟიმის კორუფციულ გარიგებები, მათი მიჩქმალვისა და ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვის მცდელობები.
„არმენპრესის“ ცნობით, სტატიაში ნათქვამია: „როგორ მოიპოვებს ცენტრალური აზიის დიქტატორთა ოჯახი ევროპული ინსტიტუტების პატივისცემასა და დაცვას, რომლებიც თვალს ხუჭავენ მის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევაზე. „აზერბაიჯანმა ამას მიაღწია ეგრეთ წოდებული „ხიზილალის დიპლომატიის“ მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მოსყიდვაზე, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის საჩუქრების გადაცემის მაფიოზურ პოლიტიკაზე“.
შემდეგ მოხსენიებულია ბენუა ბრინგერის დოკუმენტური ფილმი „Caviar Ties“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ახერხებს რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტთა ჯგუფი აზრბაიჯანული კორუფციული სქემისთვის ნიღაბის ახდას, მაგრამ ფასი, რომელიც მათმა ამისთვის გადაიხადეს მეტად მაღალი აღმოჩნდა.
ციტირებულია ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას სიტყვებიც. „მე ჟურნალისტი ვარ, დაპატიმრებული ვარ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე კორუფციის გამოვლენისათვის. მართალია მაღალი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ უნდა ითქვას ის ღირს“.
ხაზგასმულია, რომ ის არ არის ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც დააკავეს, სხვებმა დაიმსახურეს გადასახლება, მუქარა, სამსახურიდან გათავისუფლება ან თუნდაც სიკვდილი.
მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი მდიდარია ნავთობითა და ხიზილალათ, ორივეს ოქრო ჰქვია. „ისინი შეიძლება ხალხსწაადგეს, მაგრამ ეს არის სიმდიდრე, რომელიც იწვევს უბედურებასა და კორუფციას, რადგან ამით მხოლოდ ძალიან მცირე მმართველი ელიტა სარგებლობს. აზერბაიჯანის ასეთი ელიტა კი უშუალოდ დიქტატორის ოჯახია“, – წერს საინფორმაციო საშუალება.
ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანელები, რომლებიც აკრიტიკებენ ოჯახს და გმობენ კორუფციას, სახელმწიფოს მტრებად ითვლებიან. ამავე დროს, აზერბაიჯანის რეჟიმს სურს მოექცნენ მას ისე, როგორც ევროპულ დემოკრატიას.
აღწერს რა ალიევის განცხრომას, სტატიაში ნათქვამია, რომ ალიევს უყვარს დასავლელი ცნობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებსაც იწვევენ პირად წვეულებებზე გამოსასვლელად და ფულს უხდიან. მათ რიცხვშია მომღერალი რიანა, მსახიობები სტივენ სიგალი და ჟერარ დეპარდიე. ოჯახი ზაფხულს ატარებს თავიანთ იახტაზე კოტ დ’აზურზე.
„ჟურნალისტმა ხადიჯამ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით გაამხილა, რომ პრეზიდენტ ალიევის მეუღლეს და ქალიშვილს პანამაში სხვადასხვა ბიზნესი აქვთ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ძირითადად ამდიდრებს ალიევების ოჯახის ბიზნეს-ქსელს. აზერბაიჯანში ევროვიზიის ან ევროპული თამაშების გამართვა ძირითადად კონტრაქტებისა და დათმობების შედეგი იყო ოჯახისთვის, რომელიც სახელმწიფო რესურსებს ისე მართავს, თითქოს კერძო საკუთრება იყოს“, – აღნიშნავს მედია.
ხაზგასმულია, რომ „ხიზილალის დიპლომატია“ ძალიან შორს მიდის, როგორც ამას დოკუმენტური ფილმი აჩვენებს. აზერბაიჯანის რეჟიმმა 30 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო 2013 წელს ევროპის საბჭოს რამდენიმე ცნობილი წევრის მოსყიდვისთვის, რათა თვალი დაეხუჭათ აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების არსებობაზე.
“გამოძიებებმა აღმოაჩინეს სხვა ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებმაც დააგროვეს მილიონები “შავი ფულით” და საჩუქრებით ალიევის მთავრობის მხარდასაჭერად ევროპულ ინსტიტუტებში ან როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რათა უზრუნველყონ მათი გაყალბებული არჩევნების სამართლიანობა”, – ნათქვამია სტატიაში. აქ მოხსენიებულია ლინტნერის, კარინ სტრენსის და სხვების სახელები.
შემდეგ ხაზგასმულია. „რადგან ამ კორუმპირებულმა შეთქმულებამ თვალი დაახუჭვინა ევროპას აზერბაიჯანის რეპრესიებზე, რეჟიმი უკვე დევნის ჟურნალისტებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გაბედეს მისი დაგმობა“.
„ხადიჯანი ერთადერთი არ არის, ვინც დააპატიმრეს და მიუსაჯეს, მაგრამ ჟურნალისტებმა უკან არ დაიხიეს, ახალი გამოძიების შედეგად საბოლოოდ გამოქვეყნდა მეორე ანგარიში აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების შესახებ. გამოქვეყნებულმა მეორე ანგარიშმა საბოლოოდ მიიღო ევროპის საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერა. „ხიზილალის დიპლომატიის“ გამოვლენის შემდეგ საბჭოს 14 წევრი გაათავისუფლეს, აზერბაიჯანი კი იძულებული გახდა 38 პოლიტპატიმარი გაეთავისუფლებინა. თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ ციხეშია“, – ასკვნის გაზეთი.