მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა ენდრიუ შაფერს გააცნო არცახში არსებული ვითარება

18 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ენდრიუ შაფერი მიიღო.

თანამოსაუბრეებმა აზრები გაცვალეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ირგვლივ. ამ კონტექსტში არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლურ  როლს.

ხაზი გაესვა   საზღვრის დაცვისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებას.

არარატ მირზოიანმა ენდრიუ შაფერს მთიანი ყარაბაღის ვითარება გააცნო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს 44-დღიანი ომის შედეგად წარმოშობილი ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცაა  სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნება.

ნახეთ მეტი
Back to top button