მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 19-20 აპრილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-მოკავშირეობრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. საუბარი იქნება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და  26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულებაზე.  

20 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს და რუსეთის ფედერაციის ფედერალური  საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს.

ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიჟნი ნოვგოროდში.

ნახეთ მეტი
Back to top button