მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს მინსკის ჯგუფის  აშშ  თანათავმჯდომარე ენდრიუ შაფერი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ენდრიუ შაფერი მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლს. მიესალმა რა ენდრიუ შაფერის ვიზიტს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საშუალებას იძლევა განიხილონ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება, საერთოდ ამ კონტექსტში მიმდინარე პროცესები.

თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების საქმეში.

საუბარი ასევე შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა სამშვიდობო შეთანხმებაზე. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, როგორც  შუამავლების  როლს.

ნახეთ მეტი
Back to top button