პოლიტიკა

რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს სტატუს კვო უახლოეს მომავალში. ანდრეი კორტუნოვი

“მგონია, რომ ასეთი სცენარი შეიძლება შეფასდეს როგორც ჰიპოთეტური”, – განუცხადა სომხურ News-NEWS.am-ს, საერთაშორისო საქმეთა რუსეთის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კორტუნოვმა, უპასუხა რა იმ შეკითხვას, ყარაბაღის საკითხში რუსეთს შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში, შემდეგ ყირიმის ან დონბასის.

„რუსეთი აღიარებს აზერბაიჯანის, ისევე როგორც სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. და ის საკითხები, რაც პრაქტიკულია, უფრო აქტუალური, არის ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის, და რა თქმა უნდა, სომხური საზოგადოების უფლებების უზრუნველყოფის საკითხები. რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სომხეთთან მოკავშირეობის შენარჩუნება, აზერბაიჯანთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება. ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომელიც მოითხოვს ურთიერთობების ძალიან დელიკატურ და კარგად შემოწმებულ ბალანსს, რადგან, რა თქმა უნდა, ერევანშიც და ბაქოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი არასწორია, რომ ის მხარს უჭერს მეორე მხარეს, რომ არიან უკმაყოფილოები. და რა თქმა უნდა, მოსკოვმა ეს უნდა გაითვალისწინოს“.

უპასუხა რა კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ არცახი გადაწყვეტს რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, კორტუნოვმა განაცხადა. „თქვენ საუბრობთ მხოლოდ ყარაბაღის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც იმყოფება აზერბაიჯანის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ ყარაბაღის დაყოფაზე. არ ვიცი რამდენად მისაღებია ეს ვერსია. დე ფაქტო შეიძლება ითქვას, რომ ახლა არის გარკვეული ტერიტორიული დემარკაცია, მაგრამ ამ კონტექსტში ყარაბაღზე საუბარი არც თუ იმდენად კორექტულია.

რაც შეეხება შესაძლო რეფერენდუმებს, მინდა შეგახსენოთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ რეფერენდუმის იდეა გაჟღერდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. რამდენადაც მე მესმის, კრემლი საკმაოდ ცივად გამოეხმაურა ამ იდეას, ყოველ შემთხვევაში, აშკარა მხარდაჭერა არ მოვისმინეთ, თუმცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გაცილებით მეტია დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ვიდრე ყარაბაღში. ანუ უფრო მეტი საფუძველია ასეთი საკითხის წამოჭრისთვის. მაგრამ მე ვაგრძელებ ვარაუდს, რომ რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს სტატუს კვო უახლოეს მომავალში”.

ნახეთ მეტი
Back to top button