მთავარიპოლიტიკა

სომხეთს ეწვია საქართველოს გენერალური პროკურორის – ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთს ეწვია. საქართველოს გენერალური პროკურორის ვიზიტი სომხეთში ჯერ კიდევ 2018 წლის 30 მაისს სრ გენერალური პროკურორის არტურ დავთიანის მიერ საქართველოში ვიზიტისას მიწვევის ფარგლებში მიმდინარეობს.

19 აპრილს სრ გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ორი ქვეყნის გენერალური პროკურორების შეხვედრა. არტურ დავთიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევის მიღებისა და ობიექტური მიზეზების გამო გადადებული ვიზიტის განხორციელებისათვის.

მან იმედი გამოთქვა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირებიდან, საქართველოში დიდი სომხური თემის როლიდან გამომდინარე, ორ მეზობელ ქვეყანას შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად, გენერალური პროკურორების შეხვედრები გახშირდება. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გენერალურ პროკურატურებს შორის ნდობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა ოპერატიულად გადაწყდეს ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის პროცესებთან დაკავშირებული საკითხები. მან სამაგალითოდ მიიჩნია ერთობლივი ინტერესი ელექტრონული მართლმსაჯულების დანერგვა და გამოცდილების გაცვლა კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში. არტურ დავთიანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობა ხორციელდება არა მხოლოდ ორმხრივ-მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების, არამედ ორი ქვეყნის პროკურატურის მეგობრული ურთიერთობებისა და კეთილი ნების საფუძველზე. მან დადებითად შეაფასა საქართველოს ტერიტორიით სომხეთში საქონლის ტრანსპორტირება, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მზრუნველი დამოკიდებულება სომხეთის მოქალაქეების მიმართ, ტურიზმის სფეროებში.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქართული მხარის წვლილს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის შედეგებით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი პროკურატურებს შორის ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს. მან აღნიშნა, რომ სომეხ-ქართველ ხალხთა ძმობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, მოქალაქეთა ურთიერთ ვიზიტები დინამიურად იზრდება, საქართველო სომხეთს რეგიონში აღიქვამს, როგორც ძლიერ საყრდენს. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც ამ კავშირებს, ასევე ერთობლივ ბრძოლას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. ირაკლი შოთაძემ არტურ დავთიანი მოიწვია სექტემბერში თბილისში გამართულ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე განიხილეს განსაკუთრებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან, სასაზღვრო პროკურატურებს შორის კომუნიკაციის მექანიზმების ჩამოყალიბებასთან, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლის გაძლიერებასთან,  საზღვრის უკანონო გადაკვეთების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შედეგად, არტურ დავთიანმა და ირაკლი შოთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის შესახებ. ეს უკანასკნელი ქმნის სამართლებრივ საფუძველს თანამშრომლობისთვის სხვა სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის ინფორმაციის ეფექტიან განხორციელებასთან, გამოცდილების გაცვლასთან, პროკურატურის პერსონალის პროფესიული უნარების განვითარებასთან. მიღწეულია შეთანხმება უახლოეს მომავალში მემორანდუმიდან გამომდინარე კონკრეტული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებაზე, ასევე პროკურორების დონეზე გახშირებული შეხვედრების განხორციელებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button