პოლიტიკა

“უკრაინა მზად არის, მედვედჩუკი მარიუპოლის მცველებსა და მაცხოვრებლებზე გაცვალოს” – პოდოლიაკი

,,Metronome.ge” წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გაცვალოს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, პოდოლიაკი ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინის შეთავაზებას დათანხმდება.

“ეს ნამდვილად ერთადერთი წინადადებაა, რომელიც შეიძლება მედვედჩუკს თავში მოუვიდეს და რომელზეც უკრაინას შეუძლია, დათანხდეს. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, როგორც სახელმწიფო, ყველა ადამიანი წავიყვანოთ მარიუპოლიდან, რომ ისინი იქ არ დაიღუპონ. თუმცა, მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან მათთვის მარიუპოლი უკრაინის დაუმარცხებლობის სიმბოლო გახდა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლიამ, ვიქტორ მედვედჩუკმა ზელენსკის და პუტინს სთხოვა მისი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მაცხოვრებლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button