მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და მიშელმა სომხეთისთვის 2,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.

საუბარი შეეხო  6 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, რეგიონში არსებულ ვითარებას და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის რიგ საკითხებს.

ფაშინიანმა და მიშელმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სომხეთისთვის 2,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, სადაც ხაზი გაუსვეს საინვესტიციო პაკეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება სომხეთისთვის საინვესტიციო პროგრამის სრულყოფილად განხორციელების შესახებ და ხაზი გაუსვა პროგრამების პრაქტიკული განხორციელების ფაზის რაც შეიძლება მალე დაწყებას.

ნახეთ მეტი
Back to top button