პოლიტიკა

ბაიდენმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება განიხილა

,,მთავარი არხი” წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ონლაინ ისაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა დაადასტურეს. განიხილეს მათი “შესაბამისი დიპლომატიური ჩართულობა” და ძალისხმევა, რომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური ხარჯები დააკისრონ. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიებს მომავალშიც გააგრძელებენ.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი.

ნახეთ მეტი
Back to top button