ეკონომიკა

ირანის მიმართულებით „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის მნიშვნელობა შესაძლოა გაიზარდოს. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მინისტრი

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის მნიშვნელობა ირანის მიმართულებით შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვაჭრობის მინისტრმა ანდრეი სლეპნევმა Sputnik Armenia საერთაშორისო მულტიმედია ცენტრში გამართულ ვიდეოხიდის დროს.

მან შეახსენა, რომ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” საავტომობილო დერეფანი ირანის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიის გავლით ფართოვდება.

რაც შეეხება სამართლებრივ ინფრასტრუქტურას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირსა და ირანს შორის უკვე მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის დროებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მუდმივი პროექტის შექმნის საკითხი განიხილება. მხოლოდ გასულ წელს ირანის ვაჭრობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 70 პროცენტით გაიზარდა, ამასთან, ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან 107 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა ძირითადად რუსეთ-ირანის ურთიერთობების გამო გაიზარდა. რუსეთი და ირანი ერთმანეთთან აგროინდუსტრიული საქონლით ვაჭრობენ. რუსეთი ახორციელებს მარცვლეულის და ზეთის გატანას (ირანი რჩება რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მყიდველად), ირანიდან კი ექსპორტზე გადის ბოსტნეული, ხილი და თხილეული.

ნახეთ მეტი
Back to top button