პოლიტიკა

ლავროვი: რუსეთი არ განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას

,,Metronome.ge” წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ განიხილება. ამის შესახებ ლავროვმა India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ეს არასდროს არ გვიხსენებია, ეს მან [ზელენსკიმ] ახსენა, ასე რომ, ალბათ დაზვერვამ მიაწოდა რაღაც ინფორმაცია. ვერ გავაკეთებ იმაზე კომენტარს, რასაც არც თუ ისე ადეკვატური ადამიანი ამბობს”, – განაცხადა ლავროვმა.

რუსულ მედიაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხს სხვადასხვანაირად ციტირებენ.

“[განვიხილავთ] მხოლოდ ჩვეულებრივ შეიარაღებას”, – მოჰყვავს ლავროვის პასუხი Интерфакс-ს.

ხოლო РИА Новости ლავროვის სიტყვებს შემდეგნაირად ციტირებს – “ამ ეტაპზე, ჩვენ ჩვეულებრივი შეიარაღების ვარიანტს განვიხილავთ”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

ნახეთ მეტი
Back to top button