მთავარიპოლიტიკა

პროგნოზი: მოსკოვი შეეცდება შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, ბრიუსელი – დააჩქაროს პროცესი სამხრეთ კავკასიაში

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რომ მოსკოვი შეეცდება თავისი პოზიციების შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიაში. უკრაინის ომში ჩართულობის პირობებში უფრო მეტი პრეტენზია ვერ გვექნება.

იმავდროულად, ბრიუსელი აქტიურად შეეცდება რეგიონული პროცესების დაჩქარებას. ასეთი მოსაზრება  გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ე.მ. პრიმაკოვის სახელობის  მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, აღმოსავლეთმცოდნემ ალექსეი მალაშენკომ.

„აშკარაა, რომ რეგიონში არსებული, სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება გამოწვევაა არა მხოლოდ სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, არამედ ყველა დაინტერესებულისთვის. ბაქოსა და ერევნისთვის  მთელი ამ ამბების პრობლემა ის არის, რომ ეს მნიშვნელოვნად გაართულებს მათ ისედაც არც თუ მარტივ ურთიერთობებს“,  – აღნიშნა მან.

ამ კუთხით, მალაშენკოს თქმით, დასავლეთი შეგნებულად უარს ამბობს რუსეთთან ურთიერთობაზე სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს მისი სამუდამოდ გაყვანას რეგიონიდან. მოსკოვი თავის მხრივ, მისი აზრით, თავდაპირველადვე  მზად იყო ასეთი სცენარისთვის, როგორც უკრაინაში დასავლეთთან გეოპოლიტიკური კონფლიქტის შედეგი. კერძოდ, სავსებით მოსალოდნელი იყო სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავების მცდელობები.

ექსპერტის თქმით, ამ მიმართულებით დასახულია ამოცანა რუსეთის პოზიციების მაქსიმალურად შესუსტებისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში დარტყმა იქნას მიყენებული რუსეთის სამშვიდობო მისიაზე არცახში. ექსპერტის აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საკითხების მოგვარებაში მოსკოვის დიპლომატიური ჩართვის საკითხის დახურვის გათვალისწინებით, ახლა დასავლეთი შეეცდება გაანადგუროს რუსეთის სამხედრო ყოფნა რეგიონში. რის საპასუხოდ, ეს უკანასკნელი უდავოდ იმუშავებს თავისი საკმაოდ ვრცელი ინსტრუმენტთა ნაკრების ფარგლებში.

„სიტუაციის გრძელვადიანი პროგნოზი მოითხოვს პასუხის გაცემას მოსკოვის შეხედულებების შესახებ ყარაბაღის საკითხზე რუსი სამხედროების თანდასწრებით ცალკე მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ. სამხრეთ კავკასიაში არის კონკურენცია წამყვანი როლისთვის. ვფიქრობ, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის დიდი გამოწვევაა და ჩვენ ვხედავთ,რომ ბაქომ, რომელმაც 44-დღიანი ომის შედეგად  უარი  თქვა დასავლეთთან თანამშრომლობაზე, იგივე ბაქო ისევ  ჩაუვარდა ბრიუსელს მკლავებში, თანაც მოსკოვსაც ვერ ეუბნება უარს.   სხვათა შორის, იგივე სიტუაცია ქვს სომხეთსაც“, – დაასკვნა მალაშენკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button