მთავარიპოლიტიკა

პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა გააჟღერა რუსი სამშვიდობოების მოქმედების ეფექტურობის ამაღლების საკითხი

რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, ორი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, დსთ-ში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც თქვენ თქვით, ამ ვიზიტს აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ეძღვნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, ეს აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შედეგად დინამიკა არამარტო გაგრძელდება, არამედ უფრო ეფექტურიც იქნება. ჩვენ ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ყოველთვის გვაქვს სატელეფონო საუბრები, რადგან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი არის ძალიან გაჯერებული, პრაქტიკულად ყველა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული კულტურით, განათლების, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით. “რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, დსთ-ში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთს აქვს მთავარი როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონში”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის მთავარ როლს 2020 წელს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და საზავო რეჟიმის დამყარებაში.

„ამის შემდეგ რუსი სამშვიდობოები მოქმედებენ მთიან ყარაბაღში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსი სამშვიდობოების აქტივობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, უნდა გადავხედოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ  სამშვიდობოების მოქმეებები უფრო ეფექტური გავხადოთ.   რა თქმა უნდა, მთავარი პოლიტიკური საკითხი ჩვენს რეგიონში არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, იმედი მაქვს ამაზე დღესაც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის ვიზიტს აქვს ძალიან გაჯერებული  დღის წესრიგი, რომლის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ მოლაპარაკებებს უკავშირდება.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ეფექტური მოლაპარაკებების გამართვას, მადლობა, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა”, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button