მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის 6 დოკუმენტი გაფორმდა

რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოსკოვის მახლობლად, ნოვო-ოგორიოვოს რეზიდენციაში შედგა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი იქნა შემდეგი სახის დოკუმენტები:  

„მემორანდუმი სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

“სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამსახურისა და  რუსეთის ფედერაციის სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალურ სამსახურს შორის 2022-2023 წწ.  თანამშრომლობის პროგრამა“.

“სომხური-რუსული თანამშრომლობის ყოვლისმომცველი პროგრამა ენერგეტიკისა და არაენერგეტიკული პროექტების სფეროში”.

„რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურ სამსახურსა და სომხეთის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს შორის მცენარეთა კარანტინის სფეროში საინფორმაციო სისტემების ინტეგრირებაზე გადასვლის შესახებ“ ოქმი.

„რუსეთის ფედერაციის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის“ 2022-2025 წწ. კულტურული თანამშრომლობის პროგრამა“.

“სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შორის” 2022-2023 წწ. თანამშრომლობის პროგრამა”.

ნახეთ მეტი
Back to top button