მთავარიპოლიტიკა

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა საქართველოს გენერალური პროკურორი მიიღო

19 აპრილს მისმა  უწმინდესობამ  სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ II-მ,  წმინდა ეჯმიაწინში, მიიღო დელეგაცია საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ არტურ დავთიანის თანხლებით.

დედა საყდრიდან NEWS.am-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში  სომხეთის გენერალური პროკურორი  უწმინდესს სომხეთსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურებს შორის დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

მისასალმებელ სიტყვაში სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება და ფართოვდება ისე, როგორც ეს შეეფერება  ორი ხალხის მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.  უწმინდესმა აღნიშნა, რომ სომეხი-ქართველი ხალხები ქრისტიანული რწმენის წყალობით საუკუნეების მანძილზე გადარჩნენ, შეძლეს მრავალი სირთულის გადალახვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.

მიულოცა ქართველ ხალხს უფლის იესო ქრისტეს წმიდა აღდგომის მოახლოებული დღესასწაული, სომეხთა პატრიარქმა უსურვა, რომ ორ ხალხს შორის თანამშრომლობა იყოს ეფექტური, ხელი შეუწყოს ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარებას, წინსვლას და აყვავებულ ცხოვრებას.  სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა ძმური მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დაახლოებას. ბატონმა შოთაძემ უწმინდესს გადასცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის  მოკითხვა და კეთილი სურვილები.

ნახეთ მეტი
Back to top button