საზოგადოება

ჩვენ კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მეზობლებთან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

სომხურ სკოლებში მეზობელი ქვეყნების ენების სწავლების საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღის წესრიგში რჩება.

ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა.

„ზოგადად, არის ასეთი პრინციპი, უნდა ვიცნობდეთ მეზობელი ქვეყნების ენასა და კულტურას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართულის სწავლების საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს მკაფიო მიდგომა.

მინისტრმა მოუწოდა ამ გადაწყვეტილებაში სხვა ტენდენცია არ ვეძებოთ. მისი თქმით, ის წმინდა საგანმანათლებლო-მეზობლური კონტაქტების მიზანს ემსახურება.

„გვინდა გვქონდეს საზაფხულო სკოლები, რათა ჩვენმა სასკოლო ასაკის ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ ურთიერთობა თანატოლებთან. მეზობლებთან კომუნიკაცია გვჭირდება. იზოლაცია არანაირ კარგს არ მოგვიტანს“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო განხილვაზე წარადგინა „სომხეთის რესპუბლიკის განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2030 წლამდე“, რომლის განყოფილებაში ,,საგანმანათლებლო სტანდარტების და პროგრამების განვითარება“ აღინიშნება, რომ სრ სკოლებში შეისწავლება ,,მეზობელი ქვეყნების ენები“ (სპარსული, თურქული, ქართული, აზერბაიჯანული).

ნახეთ მეტი
Back to top button