პოლიტიკა

“წვდომა რომ გვქონდეს იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, ამ ომს დავასრულებდით” – ზელენსკი

,,Metronome.ge” წერს, რომ წვდომა რომ გვქონდეს იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, ამ ომს დავასრულებდით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში სავსებით აშკარაა.

“ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს. ჩვენ აღვადგენდით მშვიდობას და გავათავისუფლებდით ჩვენს ტერიტორიას ოკუპანტებისგან. იმიტომ, რომ უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში სავსებით აშკარაა”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button