მთავარიპოლიტიკა

ახალი ინფრასტრუქტურული მარშრუტების შექმნა ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი

რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების შეთანხმებებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ. როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურული მარშრუტების შექმნა უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. რუსეთი გააგრძელებს სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“, – განაცხადა მან.

მიშუსტინის თქმით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სწრაფი რეაგირების ცენტრის მუშაობის წყალობით, იქმნება პირობები მოსახლეობისთვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button