თურქეთის სტრატეგია შოვინიზმზეა დაფუძნებული: ნადეინ-რაევსკი

თურქეთის საერთო სტრატეგია ეფუძნება ეროვნული უმცირესობების უფლებების აბსოლუტურ უპატივცემულობას და ამ უმცირესობების არაღიარებას. ამის შესახებ NEWS.am-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარმა, პოლიტოლოგმა, თურქოლოგმა ვიქტორ ნადეინ-რაევსკიმ განუცხადა.
მისი განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია თურქეთის ხელმძღვანელობისა და თურქეთის მოსახლეობის ნაციონალისტურ, შოვინისტურ პოზიციაზე.
„ისინი ცხოვრობენ იმ იდეით, რომ ისინი არიან ერთი ხალხი, რომლებიც სახლობენ ადრიატიკიდან წყნარ ოკეანემდე , მათ შორის რუსეთშიც. პანთურქიზმის იდეა თურქებისთვის ერთ-ერთი მთავარი იდეაა. ამ ქვეყნის ხელისუფლების აზრით, თურქეთის ყველა ხალხი უნდა იყოს თურქიზებული, მაგრამ ქურთებს , მაგალითად, ეს არ აკმაყოფილებს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგება მათ უფლებებზე ზეწოლას“, – დასძინა ნადეინ-რაევსკიმ
სეეხო რა ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ექსპერტმა გაიხსენა ანკარის შეთანხმება ჰუსეინთან თურქეთის ჯარების ჩრდილოეთ ერაყში შეჭრის უფლებაზე.
მისი თქმით, თურქები ამ შეთანხმებას ქმპ-სთან ანგარიშების გასასწორებლად იყენებენ.
მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა და ქურთებთან (ოჯალანის მონაწილეობით) გაიმართა მოლაპარაკებები მათთვის ავტონომიის მინიჭებისთვის, მაგრამ თურქებმა ჩაშალეს ეს შეთანხმება. მას შემდეგ ბრძოლები განახლდა და სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს დღესაც.
„თურქები ასევე იჭრებიან სირიის ქურთისტანში, მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი ქურთები სავარაუდოდ ემორჩილებიან ოჯალანსო, თუმცა სინამდვილეში ის მათთვის სხვა არაფერია თუ არა იდეოლოგიური ლიდერი“, – ხაზგასმით აღნიშნა ნადეინ-რაევსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარებას თურქეთის შემოსევები ყოველთვის ამძიმებს.